თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს მომავალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2018 20:24
თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს მომავალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს, შვედეთის მომავალ ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ერიკა კვაპილოვას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს პარლამენტსა და შვედეთის საელჩოს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ შვედეთის საელჩო ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგაც გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, ქალთა საკითხებისა და გენდერულ თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გაძლიერების კუთხით.

„მომავალ თვეებში შვედეთის ელჩი იცვლება. ქალბატონი მარტინა ქვიქი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იყო შვედეთის ელჩი საქართველოში, სტოკჰოლმში ბრუნდება. ჩვენთან ჩამოვა ახალი ელჩი. შვედეთის მთავრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია და უმნიშვნელოვანეს პროგრამებს ახორციელებს. თავისი მასშტაბით, შვედეთის საელჩო წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დონორს და მთავარ მხარდამჭერს. ისინი მუშაობენ საქართველოს პარლამენტთანაც სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქალთა საკითხებზე და ასევე, ეხმარებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს მის საქმიანობაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა გამეცნო მომავალი ელჩი, რომელიც სექტემბრიდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტი მასთან გააგრძელებს ისევე ნაყოფიერად თანამშრომლობას, როგორც ვმუშაობდით დღეს მოქმედ ელჩთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

ტეგები