"მინდა ვუსურვო მას, რომ დიდხანს იყოს ჩვენთან, რამეთუ ძალიან მიყვარს" - ივანიშვილი გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნაზე
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2018 21:58
"მინდა ვუსურვო მას, რომ დიდხანს იყოს ჩვენთან, რამეთუ ძალიან მიყვარს" - ივანიშვილი გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნაზე

დღეს თბილისში ფილარმონიის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი იხსნება, სადაც მომღერალი შემოქმედებით საღამოს მართავს. გიო ხუციშვილის კონცერტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

"გიო უზომოდ მიყვარს, მთელ ჩემ ოჯახსაც, მისი ოჯახიც. მინდა ვუსურვო მას, რომ დიდხანს იყოს ჩვენთან, რამეთუ ძალიან მიყვარს. გიო კოლორიტია ჩვენი ქალაქის და ერთს ვისურვებდი კიდევ ერთჯერ, რომ ჩვენი დიდი სიყვარულის გამო, ძალიან დიდხანს იყოს ჩვენთან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტეგები