„მე ჩემი ნიკას ტკივილიანი თვალები არ მავიწყდება... არ დააფაროთ მკვლელებს ხელი გთხოვთ!“
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2018 16:10
„მე ჩემი ნიკას ტკივილიანი თვალები არ მავიწყდება... არ დააფაროთ მკვლელებს ხელი გთხოვთ!“

ლუკა კურტანიძის მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე სოციალურ ქელში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას გარდაცვლილ ლევან დადუნაშვილთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ ლევანი მისი 13 წლის ვაჟის მეგობარი იყო.

"ნიკა 51-ე სკოლის მოსწავლეა. ლევან დადუნაშვილი და ნიკა ერთად მოდიოდნენ ხოლმე სახლში. არ ვიცნობდი ლევანს , მაგრამ ვიცოდი რომ ნიკას უფროსი მეგობარი ლევანი ჰყავდა...

- დე, სკოლიდან რომ გამოვედით, კიბეებთან ლევანმა მითხრა - იზვინი ნიკუშ, შენ წადი საქმე მაქვსო.

გაფართოებული თვალებით ვკითხე მერე დე?

ან რატომ ვკითხე მერეთქო ისიც არ ვიცი.

- წამოვედი დე...

მითხრა და თავი დაწია. ცოტა ხანში, როგორც სჩვევია დათვივით ჩაიბურდღუნა. რომ მცოდნოდა სად მიდიოდა არ წამოვიდოდი დე და მარტოს არ დავტოვებდიო.

მე ჩემი ნიკას ტკივილიანი თვალები არ მავიწყდება ... მივხვდი რომ ვერ პატიობდა საკუთარ თავს სახლში წამოსვლას და ლევანის დატოვებას. უნდა მეკითხაო ასე ამბობს დღესაც... ნიკა 13 წლისაა..

ვიცი რას ვგრძნობ მე, როგორც 51-სკოლელი ბიჭის დედა. გაფიქრებაც არ მინდა რას გრძნობს ლევანის და დათოს მშობლის გული ახლა...

არ დააფაროთ მკვლელებს ხელი გთხოვთ.... არ მიგვიყვანს ეს სიკეთემდე" - წერს მიქაცაძე.

ტეგები