სოფიო ქაცარავამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2018 19:56
სოფიო ქაცარავამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და ნიუპორტ-ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ბრიტანეთი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და განსაკუთრებით კი განათლების სფეროში თანამშრომლობას, განათლების მიმართულებით არსებულ ახალ შესაძლებლობებსა და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იყო ნიუპორტ-ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმი.

სოფიო ქაცარავასა და დელეგაციის წევრების მიმართვის შემდეგ, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა.

„ყოველთვის მიხარია სტუდენტებთან შეხვედრა და მათთან დისკუსია, რადგან ყოველი შეხვედრის შემდეგ ვრწმუნდები მათ პროგრესულობასა და მრავალფეროვან ინტერესებში, მისწრაფებებსა და მიზნებში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტეგები