სოფიო ქაცარავა: „ბრიტანეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2018 20:57
სოფიო ქაცარავა: „ბრიტანეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავის განცხადებაში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

„მართლაც დიდი სიხარულით და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბრიტანეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის უპრეცენდენტოდ მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ამის დასტურია ის განცხადებები და ის მხარდამჭერი სიტყვები, რასაც დღეს ვისმენთ ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მხარეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მზაობისთვის და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის მხარდაჭერისთვის. ასევე, საქართველოსა და ბრიტანეთის საელჩოებს ორმხრივი ურთიერობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის.

„საპარლამენტო კავშირები უპრეცედენტოდ მჭიდროა სწორედ ახლა, რომელიც „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განუყოფელი ნაწილი გახდა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპისა და ამერიკის სახელმწიფო მინისტრს, ალან დუნკანს სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული განცხადებისთვის, რომელიც აღნიშნავს, რომ "ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოში შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის“ აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია!

ტეგები