თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 11:00
თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აქსოისმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge  ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- აღნიშნავს აქსოისი.

ინფორმაციას საქართველოში, თურქეთის საელჩო ავრცელებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაციოა განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.

ტეგები