ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებები არ ეხება ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 12:47
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებები არ ეხება ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - არჩილ თალაკვაძე

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარმოვადგენ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლებიც უკვე განვიხილეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. ეს ეხება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პროცესს და იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობენ უვიზო რეჟიმით და იცავენ წესებს. ასევე, როგორც მკაფიოდ განვაცხადეთ, ეს არ ეხება ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ორგანიზებას უწევს ცრუ ცნობების მომზადებასა და წარდგენას და აქედან მატერიალურ სარგებელს იღებს.

„ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება დავამუშავეთ იმგვარად, რომ ცრუ ცნობების მომზადებაში და წარდგენაში ვინც ორგანიზებას უწევს და აქედან მატერიალურ სარგებელს იღებს, იმ ადამიანებს შეეხებათ ეს ცვლილება და ჩვენს მესაზღვრე პოლიციელებს მიეცემათ იგივე უფლებები, რაც აქვთ მესაზღვრე პოლიციელებს ევროპაში. რომ თუ ადამიანი ვერ ასაბუთებს სად მიდის, ვერ ასაბუთებს როდის ბრუნდება უკან, წესრიგში არა აქვს პასპორტი, ჩვენს პოლიციელებს შეეძლებათ, რომ ის დროებით შეაჩერონ როდესაც შენგენის ზონაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიემგზავრება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ტეგები