თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ყიფიანის ქუჩაზე ვითარებას გაეცნო
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 14:08
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ყიფიანის ქუჩაზე ვითარებას გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ზედამხედველობისსაქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა. ილია ელოშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია. თბილისის მთავრობა კი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მოხდა ქანების ჩამოშლა. გავესაუბრეთ მოსახლეობას. ყველა ღონისძიება\ იქნება გატარებული,რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. შეჩერებულია სამუშაოები, მოხდება გამოკვლევაროგორც დოკუმენტაციის, ასევე, კონკრეტულად ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების და აქედანგამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილება, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, სამშენებლო კომპანიასდამატებითი დასკვნების წარმოდგენა დაევალა.

„მშენებლობა გაჩერებულია. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით დასკვნებს. მოხდება კიდევ ერთხელ გადამოწმება დაშესწავლა უკვე არსებული დოკუმენტაციისა და დამატებითი დასკვნების წარმოდგენა. როგორც ჩვენ ერთხელ უკვე დავავალეთ ერთ-ერთ მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება, ასევე დაევალებათ მეორე და მესამე მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება. კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან ერთად ამ ყველაფერს გავივლით,იქნება დასკვნები და მას შემდეგ გვექნება პასუხი
ამ მშენებლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათთან დამატებით შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეშესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გამართავს.

ტეგები