ზაზა სარალიძის აქციაზე ნიკა გვარამიას მისვლას დაპირსპირება მოჰყვა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 15:45

მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ,ზაზა სარალიძე აქციას მართავს. აქციაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოჩენასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

მოქალაქეები გვარამიას წასვლისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ "სისხლიანი ხელებით" მათ გვერდზე ნუ დადგებოდა. ამ და სხვა მოწოდებებმა გვარამიაც გააღიზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას აპირებს.

მანამდე ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძეს შეხვედრაზე უარი უთხრა.

ცნობისვის, მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი სასამართლომ დღეს გაამტყუნა, თუმცა ერთ-ერთი დავით სარალიძესთან მიმართებაში გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანი იყო ბრალდებული.

ტეგები