ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 17:40
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნა. შესაბამის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ქართული ოცნებისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში.

ცნობისთვის, მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი სასამართლომ დღეს გაამტყუნა, თუმცა ერთ-ერთი დავით სარალიძესთან მიმართებაში გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანი იყო ბრალდებული.

ტეგები