ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლა შესაძლოა, გასაჩივრდეს
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 20:30
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლა შესაძლოა, გასაჩივრდეს

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭება, შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდეს. ამის შესახებ საკრებულოს იმ განკარგულებაშია მითითებული, რომელიც მოედნისთვის სახელის შეცვლას გულისხმობს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულება დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

მოედანი შეიქმნა 1983 წელს და რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, მას 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა.
 

ტეგები