პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2018 23:23
პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების დასრულებას. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. საჭესთან ლირიკულ მუსიკას ნუ მოუსმენთ, ემოციებმა არ მოგადუნოთ.

კურო
შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, პრიორიტეტები. ნუ გექნებათ სხვათა დახმარების იმედი. დღეს დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. ფულს ნუ გაფლანგავთ.

ტყუპი
ენერგიული ხართ და ეცადეთ სასარგებლო საქმეები შეასრულოთ. ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
საიდუმლობები მხოლოდ ახლობლებს გაუმხილეთ და ნურც გულს გადაუშლით ყველას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. თუ გული არ მიგიწევთ, სტუმრად ნუ წახვალთ.

ლომი
ნუ გაიხსენებთ წარსულ უსიამოვნებებს. ეცადეთ, თქვენმა სიტყვამ ნათესავები არ გაანაწყენოს. საღამო პოზიტიური ადამიანების გარემოში გაატარეთ.

ქალწული
ნუ იქნებით დამოკიდებული პარტნიორებზე და სენტიმენტალური. მოერიდეთ დაპირისპირებას მანდილოსნებთან. აგრეთვე, ალკოჰოლის მიღებას.

სასწორი
სასურველის მისაღებად მცირე უსიამოვნებები შეგიშლით ხელს. ნუ იზარმაცებთ და ნურც სხვას დააბრალებთ საკუთარ წარუმატებლობას. ყოველთვის გქონდეთ სათადარიგო გეგმა.

მორიელი
დღეს უნდა იგრძნოთ საზღვარი, სად უნდა შეაჩეროთ ქმედებები და სად შეიკავოთ თავი გამონათქვამებისგან. შემოთავაზებებისადმი მეტი სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ.

მშვილდოსანი
თუ აჩქარდებით, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. ზოგიერთში შეიძლება ბავშვურმა შიშებმა "გაიღვიძონ".

თხის რქა
ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების, დაუზუსტებელი სიმპტომების გამო. განსხვავებული გემოვნებისა და შეხედულების გამო ნუ იკამათებთ ნათესავებთან.

მერწყული
ერთდროულად რამდენიმე საქმე ნუ შეასრულებთ. იყავით მეტად დაკვირვებული. საყვარელი ადამიანისა და შვილის ჭირვეულობას გაგებით უნდა მოეკიდოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. ოჯახის წევრებთან დაძაბულობის ან ცვლილებების (რემონტი, ავეჯის გადაადგილება) გამო საღამოს შინ გატარება გაგიჭირდებათ.

ტეგები