ზაზა სარალიძე წულუკიანს - სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 10:21
ზაზა სარალიძე წულუკიანს - სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ღია წერილს ავრცელებს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს. პოზიცია სარალიძემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა.
 
"ქალბატონო თეა 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას. პირადად შს მინისტრსაც კი მოვუწოდე, რომ შევხვედროდი და მეთქვა ჩემი გულისწუხილი და სანამ ქუჩაში არ გავედი მანამ არ ისურვეთ ჩემი შემჩნევა. ეხლა თვენ მომიწოდებთ მე რომ ქუჩაში არ არის გადასაწყვეტი???
 
სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი!!!! სად იყავით 6 თვე დამცირების მეტი არაფერი რო არ მიმიღია!!!! სად იყავით სააააადდდდდ!!!!!
 
ექვსი თვე ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება. იცი შენ ეს რას ნიშნავს???? შენობით იმიტომ მოგმართე, ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი. მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება. მე დავანგრევ ამ სისტემას, ან მომკალით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება", - წერს სარალიძე.

ტეგები