გამრეკელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 10:36
გამრეკელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ბავშვებისთვის საქანელები დამონტაჟდა. ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. 

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 365 ლარი გამოიყო. პროექტი გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.

ტეგები