ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 11:22
ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ბორდიური მოეწყო და ორფენიანი ასფალტის საფარი იგება.

საზგაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. 

„ათეულობით წელია, რაც ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა, მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა, თუმცა მოსახლეობისთვის ქუჩაზე გადაადგილება ძალიან გართულდა. გზის შეკეთების დასრულების შემდეგ, ქუჩის დაზიანებული ნაწილი მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნული ქუჩის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ქანობიან მონაკვეთზე კი 300 კვ.მ-ზე კი ბეტონის გზა მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

ტეგები