ეს არის ტრაგედია და არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე - დადუნაშვილის დედა
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 13:18
ეს არის ტრაგედია და არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე - დადუნაშვილის დედა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ლევან დადუნაშვილის დედამ საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა.
 
მისი თქმით, ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და დამნაშავე მხარე, არამედ ყველა მხარე დაზარალებულია.
 
"ადამიანი რასაც აკეთებს ყველაფერს თავისთავის აკეთებს, ეს ბრძენი ადამიანის სიტყვებია, ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. საერთოდ ვთვლი რომ ხორავას ტრაგედია არანაირად არაა პოლიტიკური, ეს არის ტრაგედია და ვთვლი, რომ მას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე, აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ, ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს", - განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ.

ტეგები