2-3 ივნისს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა - GreenExpo18 გაიმართება
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 16:57
2-3 ივნისს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა - GreenExpo18 გაიმართება

2-3 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში რიგით მეორე მწვანე გამოფენა GreenExpo18 გაიმართება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნებიან ბოტანიკური ბაღები, პარკები, სანერგეები, ლანდშაფტის დიზაინის კომპანიები, სტარტაპები და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. გამოფენა 5 მაისს, 12:00 საათზე გაიხსნება. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაღე ექსპოზიციები, ნერგების მრავალფეროვნება, ღია გრუნტის მცენარეები, ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, მწვანე არტი და ფლორისტული ნამუშევრები. გარდა ამისა, ჩატარდება მასტერკლასები თემებზე: ბაღის დიზაინი, დეკორატიული მცენარეები, ვარდები და იასამნები.

ტეგები