ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2018 17:12
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4735 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4664 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0071-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8962 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8812 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0150-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2940 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2865 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0075-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5360 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5475 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0115-ით გამყარდა.

ტეგები