დავით დადუნაშვილი: „ყველამ ერთად ავხადოთ ფარდა, ამაში გვეხმარება ხელისუფლებაც, არასამთავრობოც, თუ არ დამაკმაყოფილეს, მეც გავშლი კარავს’’
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2018 11:31
დავით დადუნაშვილი: „ყველამ ერთად ავხადოთ ფარდა, ამაში გვეხმარება ხელისუფლებაც, არასამთავრობოც, თუ არ დამაკმაყოფილეს, მეც გავშლი კარავს’’

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ, ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. დავით დადუნაშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ გამოძიებასთან ყველამ ითანამშრომლოს.

„ჩემი აზრით უნდა დაიწყონ იმ კარჩაკეტილი ხალხიდან, ვინც თავის შვილებს არ ათქმევინებენ, ან არ აძალებენ, ან არ სთხოვენ, როგორც გინდათ ისე განვსაზღვროთ. აი იქედან დაიწყება ყველანაირი თანამშრომლობა, თანადგომა, და ეს საქმე მივა ბოლომდე. ყველა ამბობს რომ იქ იყო ძალიან ბევრი ბავშვი, პროკურატურამაც და ზაზამაც იცის, რომ 100 კაცამდე დაიკითხა, მაგრამ შედეგი რა არის? მთავარი არის ეს- მშობელია? მშობელს მოეთხოვოს მაშინ, შვილია? ჩემი ლევიკოს მეგობარია? მოწინააღმდეგე მხარეა? ყველა დაჯდეს და სიმართლე თქვას. აღარც ზაზა იქნება ასე გაუბედურებული და გასაცოდავებული... მე საერთოდ არ მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ სად მოიფიქრეს, ან რატომ მოიფიქრეს - ნათლია არის ოჯახის სიწმინდე.. რატომ უნდა ყოფილიყო ის ჩემი შვილის ნათლია, რომელსაც ბუნებაში არ უნახია ჩემი ლევანი. ამან აღმაშფოთა, და ამას ის დაემატა კიდევ რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და სუსის აგენტად მომნათლეს.

სასამართლოდან მაქსიმუმი იყო ჩემი მოლოდინი, იქიდანაც ვერ მივიღე მაქსიმუმი. მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა გარემოცულია ერთი დიდი ტრაგედიით, მე უკვე ვინც ხელს გამომიწოდებს, მთავრობა- იქ შეკრებილი ხალხი, ყველას ვეტყვი ჩემს სათქმელს. თუ მართლა კონსოლიდაციაა, თუ რამეს კითხვის ნიშანს სვამს ეს საქმე, ყველამ ერთად ავხადოთ ფარდა, და ამაში გვეხმარება ყველა- ხელისუფლებაც, არასამთავრობოც, თუ არ დამაკმაყოფილეს, მეც გავშლი კარავს’’, - განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

ტეგები