ლევან დადუნაშვილის მამა პატრიარქს ხვდება
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2018 18:12
ლევან დადუნაშვილის მამა პატრიარქს ხვდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დავით დადუნაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.

დავით დადუნაშვილი საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

დღესვე, დავით დადუნაშვილი, ოჯახის ადვოკატთან და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. შსს-ის ინფორმაციით, მინისტრმა მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე, ცოტა ხნის წინ, კათოლიკოს-პატრაირქთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

ტეგები