სარალიძისა და დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრების შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2018 20:31
სარალიძისა და დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრების შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრების შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები, ზაზა სარალიძე და დავით დადუნაშვილი დღეს პატრიარქს შეხვდნენ.

ტეგები