მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები ცნობილი გახდა
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2018 21:51
მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები ცნობილი გახდა

"ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეები გარკვეული დოზით გვაწვდიან ინფორმაციას და გარკვეული მიმართულებით იკვეთება ახალი გარემოებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. ვფიქრობ, მხოლოდ მოწმეების დაკითხვაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ამ საქმეზე უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისა და მოწმეების ჩვენება, ვინც გარკვეული დოზით ინფორმაციას ფლობს ამ საზარელ მკვლელობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ტეგები