სვანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2018 11:39
სვანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში გუშინ ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. სოფლის გამგებლის, თენგო ფარჯიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მისი მოადგილის ძმაა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"არ ვიმყოფები სოფელში და მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ჩემი მოადგილის ძმაა", - აღნიშნა ფარჯიანმა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, წუხელვე გაწერა. როგორც "ნტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადაეს, მამკაცს ჭრილობები ნიკაპის და მარცხენა ბეჭის ქვეშ აღენიშნებოდა.

"პაცინეტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის წუხელვე გაეწრა", - განმარტეს საავადმყოფოში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლლეობას გულისხმობს.

ტეგები