სვანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2018 11:54
სვანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

24 წლის ადგილობრივმა კაცმა ურთიერთშელაპარაკებისას ორ თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი 23 წლის კაცი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მეორე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული მესტიის საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტეგები