მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2018 15:10
მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულოების შემდეგ განაცხადა.

„უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება. კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ასე რომ, ეს პროცესი წავიდა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტეგები