"უკვე დავადგინეთ ვინ მოკლა დათო სარალიძე და მარტო "კააა" დარჩა გასარჩევი?" - ნოდარ მელაძე
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2018 15:32
"უკვე დავადგინეთ ვინ მოკლა დათო სარალიძე და მარტო "კააა" დარჩა გასარჩევი?" - ნოდარ მელაძე

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"- უკვე დავადგინეთ ვინ მოკლა დათო სარალიძე და მარტო "კააა" დარჩა გადარჩევი?

- უკვე დავადგინეთ ვინ მიაყენა 12 სადისტური ჭრილობა და მარტო მაჭუტაძის სიტყვაა გასარჩევი?
- უკვე გავარკვიეთ რა მოტივით დააფარა ხელი დამნაშავეებს პროკურატურამ და არ გამოიძია საქმე?
- უკვე ვიცით მაჩალიკაშვილის ლოგინში ჩაცხრილვა, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა თავში ტყვიის გარეშე ათობით სპეცრაზმელი "საფრთხეს" ვერ გაანეიტრალებდა?

სანამ დაწერ დაფიქრდი, თუ ფიქრის უნარი არ გაქვს გაჩუმდი", - წერს მელაძე.

ტეგები