თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2018 17:55
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მათ, ხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.

"მეტროს მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ის წევრებმა, 3 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებენ უვადო გაფიცვას და შიმშილობას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილებით, მათ დროებით შეზღუდული ჰქონდათ ამის უფლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი იყო მხოლოდ დავის განხილვის პერიოდში მემანქანეების მხრიდან გაფიცვის უფლების დროებითი შეზღუდვა და მეტროპოლიტენის ჩვეულ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საფრთხე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების პარალიზება. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რომ "გლდანის დეპოში" მემანქანეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

ტეგები