გამარჯვებას ვუძღვნი საქართველოს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს - ტოჩინოშინი
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2018 20:23
გამარჯვებას ვუძღვნი საქართველოს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს - ტოჩინოშინი

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ გამარჯვებას საქართველოს უძღვნის.

"ჩემო მეგობრებო, მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის! თქვენ გვერდში დგომას ვგრძნობდი და თქვენი მხადაჭერა მაძლიერებდა! ჩემი ყველა წარმატება თქვენია. ამ გამარჯვებას ვუძღვნი საქართველოს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ძალიან ბევრი მესიჯი, ზარი, წერილი მომდის თქვენგან! უდროობის და ძალიან გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ, რომ თითოეულს გიპასუხოთ და მოგეფეროთ. ბოდიშს გიხდით ჩემო გულშემატკივრებო. იმედია უყურადღებობაში არ ჩამომართმევთ! შევხვდებით მალე სამშობლოში", - წერს გორგაძე.

30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას შემდეგ. ლევანი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი რიკიში, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო.

ტეგები