არსებითი პაკეტი წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ მექანიზმს - ლევან იზორია
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2018 18:36
არსებითი პაკეტი წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ მექანიზმს - ლევან იზორია

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კონფერენციის მონაწილე ექსპერტებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საუბრისას ლევან იზორიამ არსებითი პაკეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„კოლექტიური სიძლიერის მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიონობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ მექანიზმს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ასახავს ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კონფერენციის მიზანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქარათველოს არსებითი პაკეტის უნიკალურობას, რომელიც სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შეასაძლებლობას იძლევა.

ტეგები