„მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ“ - ნინო ლომჯარია
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2018 15:13
„მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი იმ პირების პატიმრობას არ ითხოვს, რომლებმაც მას ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისი საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამის შესახებ ნინო ლომჯარია ფეისბუკზე წერს:

„ლაჩარი კაცები, ვინც ქალს საჯაროდ თუ ფეისბუქზე აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია. მათ ვეტყოდი, რომ მათი პატიმრობის სურვილი და არც მოთხოვმა მე არ მაქვს, მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ. არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა. დანარჩენი შსს-მ გადაწყვიტოს... მადლობა ყველას, ამ დღეებში გამხნევებისა და თანადგომისთბის!“ - წერს ნინო ლომჯარია.

ტეგები