საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2018 17:03
საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება

საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება.

მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102. 

ტეგები