პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მმართველი პარტიის შემადგენლობა ცნობილია
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2018 19:25
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მმართველი პარტიის შემადგენლობა ცნობილია

საპარლამენტო უმრავლესობაში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში ქართული ოცნებიდან შემავალ წევრებზე შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, კომისიაში იქნებიან: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან, კერძოდ, ევროპული საქართველოდან, კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან: სერგი კაპანაძე (ამავდროულად კომისიის თავმჯდომარეა), ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგობერიძე, ირმა ნადირაშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

კომისიაში პატრიოტთა ალიანსს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ადა მარშანია და გელა მიქაძე.

საბოლოო სია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 6 ივნისს დამტკიცდება.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე იქნება. კომისია 17 წევრისგან დაკომპლექტდება. 

ტეგები