მოძრაობამ „ნუ მომკლავ“ მთავრობის კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 12:00
მოძრაობამ „ნუ მომკლავ“ მთავრობის კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა

მოძრაობამ „ნუ მომკლავ“ მთავრობის კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა კანცელარიასთან ძველი ფეხსაცმელები მიიტანეს და მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და 10 ივნისამდე დამნაშავეები არ იქნებიან დასჯილები დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ტეგები