სამეგრელოში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 12:18
სამეგრელოში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუში ექვსი დღის წინ დაკარგული შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ სააგენტო "პია" წერს.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარი საცხოვრებელი ბინის სხვენში იპოვეს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


 

ტეგები