მიწისძვრამ ომბუდსმენის ოფისი დააზიანა (ფოტო)
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 13:08
მიწისძვრამ ომბუდსმენის ოფისი დააზიანა (ფოტო)

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ 5 ივნიის მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობა დაზიანდა.

"მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით", - წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, 5 ივნიის აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 15 კილომეტრში მაგნიტუდით 5.7 მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

Nino Lomjaria-ს ფოტო.

Nino Lomjaria-ს ფოტო.

Nino Lomjaria-ს ფოტო.

Nino Lomjaria-ს ფოტო.

Nino Lomjaria-ს ფოტო.

Nino Lomjaria-ს ფოტო.
 

ტეგები