ქალი, რომელიც ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 13:37
ქალი, რომელიც ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრის ინფორმაციით, ის თურქეთში აპირებდა წასვლას და ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ. ამის შსახებ 1tv.ge წერს.

მეზობლებმა 112-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც უსიამოვნო სუნი იგრძნეს. მათივე ინფორმაციით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები