გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი - პრემიერი ლევან გორგაძეს შეხვდა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 18:13
გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი - პრემიერი ლევან გორგაძეს შეხვდა

გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, - ამ სიტყვებით მიმართა ტოჩინოშინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინის6ტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა პირველ ქართველ ოძეკს  წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მის გულშემატკივრობაში ერთსულოვანი იყო.

„პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა. დღეს ის საქართველოს მთავარი სახეა იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია. ლევანი ამბობს, რომ მისი გამარჯვებები დიდწილად მთელი საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის დამსახურებაა. „გქონდეთ ჩვენი იმედი, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“ - მითხრა დამშვიდობებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს მისი იმედი. მჯერა, წინ კიდევ დიდიგამარჯვებებია”, - წერს მთავრობის მეთაური ფეისბუქზე.

ტეგები