ჩოხატაურელმა კაცმა შეცდომით ფაროსანას საწინააღმდეგო სითხე დალია
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 19:07
ჩოხატაურელმა კაცმა შეცდომით ფაროსანას საწინააღმდეგო სითხე დალია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრებმა შუახნის კაცმა, გამარგილებელი სასმელის ნაცვლად, აზიური ფაროსანას შესაწამლი სითხე დალია. ამის შესახებ "გურიანიუსი" წერს,

„მეზობელთან გადავიდა და თაროზე ბოთლში ჩასხმული სითხე დაინახა. გამაგრილებელი სასმელი ეგონა და დალია"- ამბობენ მეზობლები.

კაცის მდგომარეობა, რომელიც „მედალფას" კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, მძიმეა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ტეგები