ეკა ბესელია ბელგიის სამეფოს, ფედერაციული პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2018 22:58
ეკა ბესელია ბელგიის სამეფოს, ფედერაციული პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და დელეგაციის სხვა წევრები, უსაფრთხოების სამსახურების საზედამხედველო პროცედურების გაცნობის მიზნით, ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან.

დღეს, დელეგაციის წევრებისთვის ბელგიის სამეფოს, ფედერაციული პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ მიღება გამართა, რის შემდეგაც იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს შეხვდა.

ქართულმა მხარემ ზიგფრიდ ბრაკეს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება, ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. საუბარი შეეხო სამომოვალო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ბელგიის სადაზვერვო სააგენტოს ზედამხედველობის მუდმივმოქმედ კომიტეტსა და საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტში. დაგეგმილია შეხვედრები გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საფრთხის შეფასების კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზნებია: ბელგიის ზედამხედველობის ორგანოების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, ინსპექტირების ზედამხედველობის ჩატარების პროცედურებისა და სპეციფიკის გაცნობა, პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების და სამუშაო პროცესის კოორდინირების საკითხების შესწავლა და ასევე, ზედამხედველობის ორგანოებისა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის პროცესის გაცნობა.

დელეგაციის წევრები ბრიუსელში ვიზიტით გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარადაჭერით იმყოფებიან.















 

ტეგები