ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვის უფლება ითხოვა
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2018 13:25
ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვის უფლება ითხოვა

წინასასამართლო სხდომაზე ქართული მარშის დაკავებულის 7 წევრის საქმე განიხილება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადასინჯოს.
 
სხდომაზე ბრალდებულების გამოჩენას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ დარბაზში შეკრებილები.
 
გასულ სხდომაზე ქართული მარშის დაკავებული წევრების ჯგუფური ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლადო სადღობელაშვილმა ორჯერ მიმართა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე თხოვნას უარით უპასუხა და დაკავებულს შეახსენა, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფება.
 
ქართული მარშის“ შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა. 4 მაისს ქართული მარშის წევრები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
 
"რუსთავი 2"-თან პოლიციამ "ქართული მარშის" წევრები 21 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

ტეგები