ვახტანგ VI-ის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავი შეკეთდა
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2018 13:58
ვახტანგ VI-ის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავი შეკეთდა

ავლაბარში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N10-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავი შეკეთდა.

ცუცქირიძის ქუჩის N19-ში პირველ ივნისს გაჩენილი ხანძრის შედეგად, მომიჯნავედ  მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც ისნის რაიონის გამგეობამ ოპერატიულად განახორციელა.  

აღნიშნულ მისამართზე ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც კონტრაქტორ კომპანიას დამწვარი სახურავის აღდგენა დაავალა. კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას მომდევნო დღეებშიც შეხვდა და სამუშაოების შედეგებსაც გაეცნო.  

ვახტანგ VI-ის ქუჩა N10-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც გამოიკვეთა, რომელთა გამოსასწორებლად, სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში უახლოეს პერიოდში ჩატარდება. 

ტეგები