"ლიტერას" გამარჯვებულები ცნობილია
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2018 22:58
"ლიტერას" გამარჯვებულები ცნობილია

"მწერალთა სახლში" გაიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს "მწერალთა სახლის" ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“  დაჯილდოების საღამო.

„ლიტერას’ პრიზი და სიგელები გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა და ჟიურის წევრებმა გადასცეს.

ჟიურის წევრები იყვნენ: ლევან ბრეგაძე, დავით წერედიანი, ლევან ცაგარელი, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი ლომოური.

ჟიურის გადაწყვეტილებით 2018 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო პოეტური კრებული  - სოსო მეშველიანი  “Arboles Altos” , გამომცემლობა ინტელექტი და ლელა სამნიაშვილი “37”, გამომცემლობა "ინტელექტი";

წლის საუკეთესო დებიუტი - შორენა ხუხუა, “შემოვალ ეტლით”, გამომცემლობა "პალიტრა L";

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა - გიგი ხორნაული, „ჩემი საწუთრო-სამზეო“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბექა ქურხული, „სკანდარა და სხვა მოთხრობები“, გამომცემლობა "ინტელექტი";

წლის საუკეთესო რომანი - ნაირა გელაშვილი, „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“;

წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი - მაქსიმე მაჩაიძე, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი  ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში წიგნად  გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს.  საკონკურსოდ  შემოსული  134  წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 38.

პრემია „ლიტერას“ საპრიზო თანხაა 5000 ლარი.

ტეგები