9 ივნისს თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2018 13:04
9 ივნისს თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება

9 ივნისს, დილის 10:00-დან 18:00 საათამდე სამშენებლო სამუშაოების გამო, თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება.

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განპირობებულია პანდუსის ავარიულობით. კერძოდ, დაზიანებულია ბურჯი, საყრდენი და ამორტიზებულია კოჭები.

სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.
 

ტეგები