ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო - ბრალდებულის ადვოკატმა თვითაცილება მოითხოვა
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2018 13:12
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო - ბრალდებულის ადვოკატმა თვითაცილება მოითხოვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ექსპერტი ვერ დაიკითხა. სხდომა 15 ივნისს 11:00 საათისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის თვითაცილება გახდა, რომელმაც თქვა, რომ ფირცხალავა მას ჰონორარს არ უხდიდა.

ფირცხალავამ განმარტა, რომ შემდეგი სხდომისთვის მის ინტერესებს ახალი ადვოკატი დაიცავს.

„ფაქტობრივად, ბოლო მოწმე გვყავდა, მაგრამ მოულოდნელად ადვოკატმა თვითაცილება მოითხოვა. განაცხადა, რომ მიზეზი ჰონორარი იყო. ვიმედოვნებთ, პროცესი არ გაჭიანურდება. ბრალდებულმა თქვა, რომ ორშაბათს ახალ ადვოკატთან ექნება კომუნიკაცია, რომელიც შეისწავლის საქმის მასალებს“, – განაცხადა ოსაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი კობა კობახიძე თვითაცილებას ითხოვს. როგორც კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფირცხალავამ ჰონორარი არ გადაუხადა.

ტეგები