ლანჩხუთში ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2018 15:28
ლანჩხუთში ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და როგორც ექიმები აცხადებენ, მოწამლულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერთ ერთი მოწამლული აცხადებს, რომ ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული. მეორე კი ამბობს, რომ ტერიტორია ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით თავად შეწამლა და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია.

ტეგები