კახეთის გზატკეცილის მარჯვენა პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ამობეჭდვა · 08 / 06 / 2018 16:20
კახეთის გზატკეცილის მარჯვენა პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, კახეთის გზატკეცილის გზაგამტარის ჯავახეთის ქუჩასთან შემაერთებელ მარჯვენა პანდუსზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შესაბამისად, 17 ივნისის ჩათვლით, პანდუსის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გაივლიან. ისინი კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ჩაჩავას ქუჩიდან ჩაუხვევენ.

გარდა ამისა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი მიკროავტობუსები N82 და N165 მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, მესამე მასივის - აბაშვილისა და კალოუბნის ქუჩებიდან ავლენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!
 

ტეგები