ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი მეორედ გახდა
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 10:02
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი მეორედ გახდა

Golden State Warriors-ში  მოთამაშე ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია NBA-ის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა "კლივლენდი" 23-ქულიანი უპირატესობით, 108:85 დაამარცხა, ფინალური სერია 4:0 მოიგო და ზედიზედ მეორედ NBA-ს ჩემპიონი გახდა.

მატჩის ბოლოს, მცირე სათამაშო დრო მიიღო ზაზა ფაჩულიამ – „გოლდენ სტეიტის“ ქართველმა ცენტრმა 2 წუთი და 47 წამი ითამაშა და სეზონის ბოლო მატჩში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. 

კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 85:108

კლივლენდი: ჯეიმსი (23+7 მოხსნა+8 პასი), ლავი (13+9 მოხსნა), სმიტი (10), ტომპსონი (6), ჰილი (3) -სასტარტო; ჰუდი (10+8 მოხსნა), ნენსი (7+8 მოხსნა+4 პასი), გრინი (5), ჟიჟიჩი (4), ოსმანი (2), კორვერი (2).

გოლდენ სტეიტი: კარი (37+6 მოხსნა+4 პასი), დურანტი (20+12 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (10+6 მოხსნა), გრინი (9+9 პასი), მაკგი (6) – სასტარტო; იგუოდალა (11), ბელი (4), იანგი (3), უესტი (2), ლუნი (2), ფაჩულია (2), ლივინგსტონი (2).

ტეგები