საპარლამენტო თანამშრომლობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სერბეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 10:12
საპარლამენტო თანამშრომლობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სერბეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს - სოფიო ქაცარავა

ბელგრადში საპარლამენტო ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარამ დელეგაციასთან ერთად შეხვედრა გამართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერთან ვლადიმერ მარინკოვიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ისაუბრეს საპარლამენტო და ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში პარლამენტის როლზე, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვდრაზე ყურადღება გამახვილდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრბეთის პარლამენტის და ზოგადად, მთელი სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვლადიმერ მარინკოვიჩმა ქართველ კოლეგებს სერბეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო, სადაც ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩინეთთან თანამშრომლობაზე, ორმხრივ და მრავალხმრივ ფორმატებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უთიერთმხარდაჭერაზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ასევე, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე.

როგორც შეხვდრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ითანამშრომლონ. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ უზრუნველყონ პარლამეტის როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-კავშირების გაღრმავებაში.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სადაც შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საპარლამენტო რესურსი როგორც ორმრივ ფორმატებში ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საპარლამენტო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს და ვაჭრობის სფეროში შესაძლებლობლობების გამოყენებას. ასევე, მინდა გაზი გავუსვა, რომ შეხვედრისას სერბეთის მხარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბელგრადში მიიწვია, რაც ჩვენი საპარლამენტო კავშირების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიცესპიკერთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი და სერბეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

ტეგები