ნინო გოგუაძე და დავით სონღულაშვილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების სამიტში მონაწილეობენ
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 13:47
ნინო გოგუაძე და დავით სონღულაშვილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების სამიტში მონაწილეობენ

ქალაქ ბაქოში, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების (ACRE) მიერ ორგანიზებულ - ეპროპის ენერგო უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობენ.

სამიტს, რომლის სახელწოდებაა „საერთაშორისო მომავლის შექმნა“ ეძღვნება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელობას ევროპის ენეგოუსაფრთხოების საკითხებში და რეგიონის მზარდ როლს ევროპის საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. სამიტზე ასევე, განიხილება განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ საკითხები.

„საქართველოს და ჩვენი რეგიონის განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო აქტიური მსჯელობის საგანია ევროკავშირის ქვეყნებში.

განსაკუთრებით, რუსეთის გააქტიურბული აგრესიის ფონზე საქართველოსთან ურთიერთობა მეტად სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და ჩვენი როლი ევროპის საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნაში განსაკუთრებული ხდება“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

​სამიტის ფარგლებში დეპუტატები შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წევრებთან იან ზაჰრადილთან, ამჯად ბაშირთან, ნიკოლაი ბარეკოვთან და ბარბარა კაპელთან. ასევე აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებთან.

ტეგები