გომბორზე ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა თელავიდან თბილისის საავადმყოფოში გადმოყავთ
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 15:05
გომბორზე ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა თელავიდან თბილისის საავადმყოფოში გადმოყავთ

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა ამ წუთებში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოყავთ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა მისი თბილისში გადმოყვანა.

"ამ ეტაპზე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულებს გამოკვლევები უტარდება. კერძოდ, დიაგნოსტიკა", - განაცხადა თელავის რეფერალური საადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გომბორზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა,რომელთა შორის ერთი ბავშვია. დაშავდა 16 დაშავდა.
 

ტეგები